საზოგადოება
თელავში ბებიამ 10 წლის შვილიშვილი სცემა - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბე­ბიამ 10 წლის შვი­ლიშ­ვილი სცემა. მოზარდი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში სა­მარ­ათლამ­ცვე­ლებ­მა გადაიყვანეს.
ექი­მის ინფორმაციით, ბავშვს სა­ხისა და ხე­ლის არე­ში სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სი­ლუ­რჯე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მას შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს.

მომ­ხდა­რ ფაქტს კა­ხე­თის სო­ცი­ა­ლურ­ი სამსახური სწავლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდი ამ დროისთვის მა­მი­დას­თან, უსაფრ­თხო ად­გილ­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

არას­რულ­წლო­ვა­ნის მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან და 10 წლის ბიჭი ბე­ბი­ასთან ცხოვ­რობ­და.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ, გამოძიება 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. პოლიციამ ბებიაზე შემაკავებელი ორდერი გამოსცა.


| Print |
FaceBook Twitter Google