საზოგადოება
სოფელ ლალისყურში ადიდებულმა მდინარემ სავარგულები დატბორა
გადაუღებელი წვიმების გამო, სოფელ ლალისყურის მიმდებარედ მდინარე ბაბანეურის ფშა ადიდდა და 100 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
მოსახლეობის თქმით, არხი გასაწმენდი იყო, წყალი ვეღარ გაატარა და ტერიტორია დაიტბორა. მოსახლოება ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

თელავის მერის, შოთა ნარეკიშვილის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან და ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

ცნობისათვის, სტიქიამ ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსაც, სადაც საცხოვრებელი სახლები და სათბურები დაიტბორა.


| Print |
FaceBook Twitter Google