საზოგადოება
წნორი - ლაგოდეხის გზაზე მოძრაობა აიკრძალა
შსს-ს ინფორმაციით, ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული მონაკვეთის 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ეს მონაკვეთი მოიცავს ალაზნის ხიდის მიმდაბარე ტერიტორიას წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით. 

აღნიშნულ გზაზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.





| Print |
FaceBook Twitter Google