საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.


უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება. 8-9 მაისს კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 ფარგლებში შენარჩუნდება. თბილისში 6-9 მაისს ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება

| Print |
FaceBook Twitter Google