საზოგადოება
ვაჩნაძიანში „მეგრელიშვილების“ უბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. "მეგრელიშვილების" უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 420 მეტრი სიგრძის გზა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და გაკეთდება საგზაო ნიშნები. გარდა ამისა გზის ერთ მხარეს მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და 160 მეტრზე ცხაური, რისთვისაც ჯამში 270 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რომელსაც ამხანაგობა " ნიუ გრუპი " ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სოფელ ვაჩნაძიანში ოთხი გზა - ე.წ. მარჩილაშვილების, მეგრელიშველების, სტადიონის და მოსემღვდლიშვილების უბნები რეაბილიტირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google