საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვების დღე კარდენახშიც აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ტრადიციულად იზეიმეს სოფელ კარდენახში. ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა დოღია, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა ძეგლი.



ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დოღის მონაწილეები და გამარჯვებული შესაბამისი სიგელებით და თასით დააჯილდოვა.
„ჩვენ აქ დიდი ტრადიცია აღვადგინეთ. მინდა ყველას ერთხელ კიდევ მივულოცო ცხრა მაისი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამწუხაროდ მხოლოდ ექვსი ვეტერანიღა დაჩა. ჩვენ ისინი სახლში მოვინახულეთ და ფულადი დახმარება გადავეცით.“

მეორე მსოფლიო ომში გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 12600 ახალგაზრდა წავიდა და მხოლოდ 4600 დაბრუნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google