საზოგადოება
სტიქიამ თელავი და ახმეტა კიდევ ერთხელ დაააზარალა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ადიდებულმა მდინარეებმა და ხევებმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, ფშაველში, ლეჩურში, ართანასა და ლალისყურში. ლეჩურში ცენტრალური გზა დაიტბორა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

ხევების ადიდების შედეგად დაზარალდნენ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს, ბაბანეურისა და არგოხის მცხოვრებლები. როგორც speqtri.ge-ს მერის მოადგილე ზაზა მიგრიაულმა განუცხადა დაიტბორა არგოხის სკოლა და ჯოყოლოს სკოლასთან მისასვლელი გზა, რის გამოც ბავშვები იქ მისვლას ვერ ახერხებდნენ. დაზიანებულია ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა. მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ორივე მუნიციპალიტეტს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google