საზოგადოება
ადიდებულმა ალაზანმა პანკისში ხიდამდე მისასვლელი გზები დააზიანა
ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პრობლემები პანკისის ხეობასაც შეუქმნა. ძლიერმა დინებამ სოფელ ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდამდე მისასვლელი გზა წაიღო.
ასევე, წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სავარგულები დაეტბორა.

| Print |
FaceBook Twitter Google