საზოგადოება
მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო.
კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო დატბორა, მოსახელობას მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

მოსახლეობის თქმით, მდინარე სტორი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასეთი ადიდებული არ უნახავთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს აღმოუჩინეს, რომელთაც სარდაფები დაეტბორათ.


| Print |
FaceBook Twitter Google