საზოგადოება
დედოფლისწყაროში სამი სოფელი დაისეტყვა
სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები მაჩხაანი, არბოშიკი და სამრეკლო დააზარალა. სეტყვა მოვიდა თავად დედოფლისწყაროშიც.
-"არბოშიკში სავარაუდოდ ვენახებია დაზიანებული, ღამდებოდა და ვეღარ მივედით სტიქიის ადგილზე. ხვალ გავალთ და ვნახავთ რა მდგომარეობაა. დანარჩენ ადგილას სეტვა ძირითადად დასახლებულ პუნქტებში მოვიდა. ზარალის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც ვიცი, სეტყვა საწინააღმდეგო სისტემამ დიდი დატვირთვით იმუშავა, მაგრამ სეტყვა მაინც მოვიდა. "დელტასთანაც" მქონდა კომუნიკაცია,"-აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა speqtri.ge-ს.

რა ზარალი მიაყენა სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ამას სპეციალური კომისია დაითვლის.


| Print |
FaceBook Twitter Google