საზოგადოება
ალაზანი ისევ ადიდდა და გურჯაანში 1000 ჰა-მდე სავარგულები დატბორა
წუხელ გვიან ღამით მდინარე ალაზანი ადდიდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ლაგოდეხი-გურჯაანის ცენტრალური მაგისტრალი დატბორა.


როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტს მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დატბორილია ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
„დატბორილია 1000 ჰექტრამდე სავარგულები. ეს მოხდა წუხელ დაახლოებით პირველ საათზე, გზა გადაკეტილი იყო. წყალი გადმოდის მაგისტრალზე. ჯერჯერობით ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ველოდებით წყლის დონის დაწევას. სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც იყო.გვეგონა წყლის მასა დაიკლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ იგივე განმეორდა,“-განაცხადა ხანდამაშვილმა.

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ მოსახლეობას, ამას სპეციალური კომისია დაითვლის.

| Print |
FaceBook Twitter Google