საზოგადოება
ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და სავარგულები დატბორა
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. მდინარე დურუჯმა ჯებირი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა.
დატბორილია ვენახები, თხილის ბაღები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. როგორც speqtri.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, დასახლებული ტერიტორიის დატბორვის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

-"დურუჯი კალაპოტიდან გადმოვიდა და ყვარელში დიდი რაოდენობით სავარგულები დატბორა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. სტიქია იყო4-5 მაისსაც. მოსახლეობას დატბორვის საფრთხე არ ემუქრება. ახლა ვმუშოაბთ რომ წყალი კალაპოტში ჩავაყენოთ და ამის შემდეგ დაიწყება ზარალის დათვლა,"-აღნიშნა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, გადაუღებელი წვიმების შედეგად კახეთის რეგიონში რამდენიმე მდინარე ადიდდა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ლაგოდეხის, თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს.


| Print |
FaceBook Twitter Google