საზოგადოება
სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს წყალი არ მიეწოდება
თელავის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა წყლის სათავე ნაგებობები დააზიანა, რის გამოც, სოფელ ფშაველის, ლეჩურისა და ლალისყურის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.
-"მღვრიე წყალი მოდიოდა და სათავე-ნაგეობები დავკეტეთ. წყალს ცისტერნებით ვაწვდით მოსახლეობას. როგორც კი სათავეებში წყლის დონე დაიწევს, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობას დავიწყებთ. შევხედავთ რომელი სათავეებია დაზიანებული და რომელს სჭირდება კაპიტალური რემონტი,"-განუცხადა speqtri.ge-ს თელავის მერის მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში ისევ ადიდებულია მდინარე სტორი და რამდენიმე მიმართულებით მიედინება.


| Print |
FaceBook Twitter Google