საზოგადოება
რომელი კატეგორიის პედაგოგებს მოემატებათ ხელფასი
განათლების მინისტრის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან მასწავლებლებს, რომელთაც ექნებათ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი ხელფასი გაეზრდებათ.



სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.
„ვიწყებთ განათლების რეფორმის შემდგომ ეტაპს, მნიშვნელოვან ცვლილებებს სკოლებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. აუცილებელია, უზრუნველვყოთ მასწავლებლის შრომის ღირსეული ანაზღაურება. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი, 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ანაზღაურების ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები რომლებსაც აქამდე არ აქვთ და ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ მზარდ ანაზღაურებას 2019 წლის სექტემბრიდან”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google