საზოგადოება
კარდენახში ყოფილი ბავშვთა სახლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფილი ბავშვთა სახლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ამ დროისთვის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს ატარებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება, მოასფალტდება 1200 მეტრზე მეტი სიგრძის გზა, რაზეც 480 000 ლარამდე დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ზაფხულისთვის დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google