საზოგადოება
ბაკურ სულაკაურის წიგნები გურჯაანში
გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე ბაკურ სულაკაურის წიგნების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. აქცია გურჯაანის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.



გამომცემლობის მოძრავი მაღაზიის მენეჯერის მარიამ დამენიას განმარტებით, კახეთის მოსახლეობისთვის სპეციალური ფასდაკლებაა.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, კახეთში მოგვეწყო ტური. გვაქვს 20-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებები. წარმოდგენილია ყველა კატეგორიის წიგნები: პროზა, საბავშვო და ა.შ. მოკლე დროში გვაქვს დაბადების დღე და ვგეგმავთ, კიდევ სხვა აქტივობებით ჩამოვიდეთ აქ და ფესტივალის სახე მივცეთ ამ ყველაფერს. “


მისივე თქმით, აქცია სიღნაღში, ლაგოდეხსა და ყვარელშიც გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google