საზოგადოება
შაშიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ე.წ. "პავლეაანთ" უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 770 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი და გზაზე დაიდგმება საგზაო ნიშნები. შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელბელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუ პოვერი" ასრულებს, 612 000 ლარამდე დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google