საზოგადოება
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.



კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედია სივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი. უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები. მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.


„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემენ. I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე - iPhone XS, ხოლო III ადგილზე - iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს. მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.


კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-10 და მე-11 კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია.



| Print |
FaceBook Twitter Google