საზოგადოება
სოფელ ომალოში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 0,4 კვ- იან ელექტროგადამცემ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ ომალოში მცხოვრებ 250 აბონენტისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები და აღრიცხვის კვანძის მოწყობა იგეგმება.
სოფელ ომალოში ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

-"პროექტის ფარგლებში რეაბილიატაცია ჩაუტარდება 2 სატრანსფორმატორო ჯიხურს, ავარიული ძველი ხის საყრდენები 60 ახალი რკინა-ბეტონის საყრდენით შეიცვლება, ასევე ამორტიზებულ ღია სადენს 8 კილომეტრზე ახალი, იზოლირებული კაბელი შეცვლის"- აღნიშნა "ენერგო-პრო ჯორჯიას" კახეთის ფილიალის დირექტორმა ბერდია გოგლოძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ძლიერი ქარისა და წვიმის დროს ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google