გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა
და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და
22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში
21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია
სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება. თბილისში 21
მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი
იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა
21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები