საზოგადოება
ახმეტასა და საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.


#11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ მღებრიშვილის განმარტებით, არჩევნებში სულ 12 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.
„72,4%-ით, 244 ხმით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო. კიდევ სამმა კანდიდატმა აიღო თითო - თითო ხმა.“

#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იუკურიძის თქმით, 11 კანდიდატიდან ხმების 90 პროცენტით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა როსტომ ალხანაშვილმა გაიმარჯვა.

| Print |
FaceBook Twitter Google