საზოგადოება
ჩუმლაყში საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. კოშკის ტერიტორიაზე, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 374 744 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ბლექ სი გრუპი", ახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google