საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 19 და 20 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის შვიდ რაიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა



უწყების ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 1600 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,აქტიური ზემოქმედება მიმდინარეობდა შეზღვუდვების ფონზე, რაც გამოწვეული იყო ცაში არსებული მაღალი საჰაერო ტრაფიკის გამო.

ცენტრის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე განსაკუთრებით სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, ხოლო სეტყვის მარცვლის ზომა 20მმ აჭარბებდა,ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 340 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად განადგურებისგან დაცული იქნა 180 000ჰა ფართობის სავარგულები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / სეტყვა /