საზოგადოება
გურჯაანის სპორტკომპლექსში ჭერიდან წყალი ჩამოდის
გურჯაანის სპორტკომპლექსის ჭერი დაზიანებულია. თვითმხილველების თქმით, წყალი სატრენაჟორო ოთახში, საცურაო აუზთან და ფრენბურთის დარბაზში ჩამოდის.


როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის სპორტის გაერთიანების დირექტორმა, გელა დალაქიშვილმა განაცხადა, ჭერი უხვი ნალექის დროს დაზიანდა.
„დიდი წვიმების დროს სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. მანამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. გარდა ამისა, ვაპირებთ მოვაწესრიგოთ სათადარიგო სტადიონის ამორტიზებული გასახდელიც. ამიტომ ორივე თემა გავაერთიანეთ, მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამსახურს და შევადგინეთ ჯამური ხარჯთაღრიცხვა. ფრენბურთის დარბაზში „გიბსოკარდონია“ ჩამოწეული, მაგრამ ამჟამად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. “

მისივე თქმით, დაწყებულია პროცედურები და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google