საზოგადოება
ჩუმლაყში მამაკაცს გველმა უკბინა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მინდორში მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცს გველმა უკბინა.  ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, გველის შხამის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შესაძლებელი.

"ზაფხულის სეზონის დადგომისას, ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამედიცინო პრეპარატის რაოდენობა გავზარდეთ. კბენის შემთხვევაში, ყველას შეუძლია მიმართვა", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google