საზოგადოება
გურჯაანში ქარსაცავი ზოლი გაშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლი გაშენდება.


„გავაფორმეთ მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეს ჩვენი მევენახებისთვის და ფერმერებისთვის ძალიან მნიშნელოვანია. პროექტის ფარგლებში გაშენდება და აღდგება ის ქარსაცავი ზოლი, რაც მუნიციპალიტეტში არსებობდა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რადგან სხვა მუნიციპელიტეტებთან ერთად გურჯაანიც შეარჩიეს. “


კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორის სოფიკო ახობაძის თქმით, პროექტი მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.
„მემორანდუმის ფარგლებში, გურჯაანის მერიის დახმარებით, შევარჩევთ ადგილებს, სადაც, დაახლოებით, 25 კილომეტრზე ქარსაცავი ზოლი გაშენდება. პროექტი ასევე გულისხმობს ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობას. მოეწყობა ორი სანერგე მეურნეობა, ახალი კონტეინერული მიდგომით ნერგების გამოსაყვანად. ხელს შევუწყობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 300 ათასი დოლარია.“

მისივე თქმით, მსგავსი მემორანდუმი საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებთანაც გაფორმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google