საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შალიკაშვილების მუზეუმში გაიმართება
26 მაისს გურჯაანში შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმის ეზოში დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდება.



მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის თამარ ფურცელაძის განმარტებით, ღონისძიება ორ საათზე დაიწყება.
„მოეწყობა წარმოდგენა 20-იანი წლების საქართველოდან, ასევე გაიმართება ელენე მაცხონაშვილის და ნინო პაპიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „გააგრძელე, ისტორია...“ , რომლის დასრულების შემდეგაც ექსპერტი ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ვასილ კაჭარავა წაიკითხავს ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა”. გარდა ამისა მოეწყოება ღვინოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენა და სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმში დაცული ექსპონატები.“

მისივე თქმით, ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google