საზოგადოება
კოლაგში ვაჩნაძიანთ ციხე-კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ კოლაგში მე -17 მე-18 საუკუნეების ძეგლის, ვაჩნაძიანთ დიდი ციხე- კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ამჟამად მეორე სართულის კედლების ამოყვანა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიგება იატაკი და მოხდება გუმბათის გადახურვა.
„შემორჩენილია კოშკის ორი სართული, თუმცა ის სავარაუდოდ მრავალსართულიანი ყოფილა. მისი დანიშნულება სოფლის დაცვა იყო მტრის შემოსევისაგან. განსაკუთრებით, მე-18 საუკუნეში როდესაც კახეთში ლეკების თარეში გაძლიერდა კოშკი სოფლის დაცვის მიზნით გამოიყენებოდა. აღნიშნული ტერიტორია გადასცქერის ალაზნის ველს და ლამაზი ხედი იშლება.“


მისივე თქმით, კოშკი რეაბილიტაციის შემდეგ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და შეიძლება ერთ - ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტადაც იქცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google