საზოგადოება
ახაშენში ახალი ტურისტული კომპლექსი აშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრებზე კომპანია m2 ტურისტულ კომლექსს ააშენებს, რომელიც 14 ჰა ფართობზე განთავსდება.
განაშენიანების გეგმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

-„აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კოტეჯები და სასტუმრო. ეს ადგილი, ძირითადად, ვენახით გამწვანდება, რაც ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას. მოეწყობა ჭურები, ადგილზე მოხდება ყურძნის დაწურვა და ღვინის დეგუსტაცია. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სარიტუალო მომსახურების დარბაზის და მცირე სახის ბაზილიკური ეკლესიის აშენება. ეს პროექტი საქართველოში და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უნიკალურია, მსგავსი ანალოგი არ არსებობს,“- განაცხადა m2-ის მთავარმა იურიუსტმა დავით აბრამიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება მწვანე საფარი და მშენებლობა გარემოზე მავნე ზემოქმედებას არ მოახდენს.
კომპანია მშენებლობას ნებართვის მიღებისთანავე დაიწყებს.


| Print |
FaceBook Twitter Google