საზოგადოება
პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
ისინი საპატიმრო დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.


| Print |
FaceBook Twitter Google