საზოგადოება
პაატა გურგენიძეს საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის წოდება მიანიჭეს
ჟინვალში გამართულ  საერთაშორისო ქორეოგრაფიულ  ფესტივალზე ანსამბლს - „ყველაწმინდა 2“- სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს.



როგორც ჩვენთან საუბარში ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის და ქართული ეროვნული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „გურჯაანის“ დირექტორმა, პაატა გურგენიძემ აღნიშნა, ფესტივალს კონკურსის ფორმატი ჰქონდა.

„ფესტივალზე გვყავდა ბავშვთა ანსამბლი „ყველაწმინდა 2“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს. კახეთიდან სხვებიც იმყოფებოდნენ, ხოლო გურჯაანიდან მარტო ჩვენ ვიყავით მიწვეულები. ამის შემდეგ მოხდა იგივე ფესტივალის გაგრძელება წყალტუბოში, სადაც სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არავინ ველოდებოდით, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის წოდება მომანიჭეს. გადმომცეს შესაბამისი სერტიფიკატი. ჩვენს ახალგაზრდა ქორეოგრაფს დათო ტორიაშვილს კი გადასცეს სიგელი ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.“

პაატა გურგენიძის თქმით, მომავალში კიდევ ბევრი გეგმა აქვთ. რამდენიმე ანსამბლის ნაკრები ჯერ ამერიკაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მიემგზავრება.

| Print |
FaceBook Twitter Google