საზოგადოება
კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„საშინელი ქარი ამოვარდა, სახლს სახურავი გადახადა.  დაზარალებული ვართ ჩვენ და ასევე გულნარა გიოშვილის ოჯახი. კიდევ კარგი წვიმამ მალე გადაიღო და წყალი არ ჩამოსულა.
გურჯაანის მერი და სოფლის გამგებელი დაგვპირდნენ ორშაბათიდან დავიწყებთ გაკეთებასო, მაგრამ მანამდე თუ იწვიმა, არ ვიცი რა გვეშველება,"-ამბობს დაზარალებული ხატია ბურდულაძე.
მისივე თქმით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეებიც.

როგორც speqtri.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ჭერის გარეშე ორი ოჯახია დარჩენილი. მისივე თქმით, სახურავის შეკეთების ხარჯებს მერია დაფარავს. 


| Print |
FaceBook Twitter Google