საზოგადოება
არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.  სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.



მერის წარმომადგენლის სიმონ არსენაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1600 მეტრი სიგრძის გზა და მიერთებები. მოეწყობა სანიაღვრე არხი.
„დაახლოებით კილომეტრნახევრიანი გზა ე.წ „ჯაშიანთ უბანში “ კეთდება. მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ეს არის ორი სოფლის დამაკავშირებელი მონაკვეთი. ბოლოს კომუნისტების დროს გაკეთდა, ამჟამად ალაგ - ალაგ დარჩენილია ასფალტის ნარჩენები და ეს უფრო უშლის მოსახლეობას ხელს გადაადგილებაში.“

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ გრუპი“ განახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google