ექნება თუ არა შედეგი მცირე მარნების დაფინანსებას სოფლის მეურნეობისთვის [Video]
22:38 / 27.05.2019
გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „მაისურაძეების
მარანი“ სახელმწიფოს დაფინანსებით გაიხსნა. მარნის აშენების იდეა 33
წლის კახა მაისურაძეს ეკუთვნის.
მეღვინე კახას მამაა, რომელიც 38 წელია ამ საქმიანობაშია ჩართული.
იმისთვის, რომ მარანი აეშენებინათ, შესაბამისი დანადგარების შესაძენად
40% სახელმწიფომ დაუფინანსათ, დანარჩენი კი თავიანთი ხარჯებით
იყიდეს.
ქვევრის ღვინოს აწარმოებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბაზარზე გასვლა და
რეალიზაცია უჭირთ.
„პირველი წელია, რაც ბაზარზე შევედი. მუდმივი კლიენტის მოძიება
გვიჭირს. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ავმუშავდებით და რეალიზაციის
პრობლემაც მოგვეხსნება. ვგეგმავთ, ჩვენ მიერ წარმოებული ქვევრის ღვინო
მომავალ წელს საზღვარგარეთ გავიტანოთ.“
ის მომავალში წარმოების გაფართოებასა და ტურისტების მიღებასაც
გეგმვას.
„მარნის ტერიტორიაზე პატარა ვენახს ვაშენებ, რომელიც საჩვენებელი
იქნება ტურისტებისთვის. ადგილზე მოხდება პურის ცხობა, მწვადის შეწვა,
ტრადიციული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება. როგორც ვიცი, ეს ბიზნესი
კახეთში კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ კუთხით პერსპექტივა მაქვს.“
ახალგაზრდა მეწარმე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარებას
სახელწმიფოსგან ელოდება, ტურისტების მოზიდვაში კი ადგილობრივი
თვითმმართველლობისგან.
„ახალგაზრდა მეწარმე“ - პროექტს, რომლის ფარგლებშიც კახას მარნის
გახსნა დაფინანსდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
ერთი წელია ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება 35 წლამდე კაცებსა
და 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ. ფინანსდება დამწყები ბიზნესი სოფლის
მეურნეობის კუთხით, პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს,
თბილისის, რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის გარდა. განაცხადების მიღება
ხდება
ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე apma.ge. დაინტერესებულ პირებს
დარეგისტრირება ახლაც შეუძლიათ.
„პროგრამას აქვს ორი კომპონენტი, ერთი მხრივ განაცხადის შემოტანა,
რომელიც უბრალო მონახაზია, შემდეგ ეტაპზე კი ხდება ბიზნეს გეგმის
მომზადება, რაშიც საკონსულტაციო კომპანიები ეხმარებიან. ეს
მომსახურება ჩვენი ბენეფიციარებისთვის უფასოა,“-ამბობს პროექტების
მენეჯერი თორნიკე კაპანაძე.
მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ბენეფიციარებს
საკონსულტაციო კომპანიები კოსნულტაციას გაუწევენ როგორც ბაზრის
მოძიებაში, აგრეთვე სააღრიცხვო და სახელფასო სისტემების
დანერგვაში.
სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წელს კახეთის რეგიონში სულ 39 პროექტი
დაფინანსდა, მათ შორის 10 ღვინის მარანი აშენდა გურჯაანში. სააგენტოს
ცნობითვე, პროექტის დაწყებიდან ორი წლის მანძლზე, ანუ 2018-2019 წელს
კახეთში სულ 4,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში, გრანტის მოცულობა პროექტის
ღირებულების 40%-ს შეადგენს, დანარჩენი 60%-ის თანადაფინანსების
ვალდებულება გამარჯვებულს აქვს. თანხა ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 60
000 ლარია.
მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში „ახალგაზრდა მეწარმის“ წარმატებაზე
საუბრობენ, შენიშვნები აქვს ექსპერტს სოფლის მეურნეობის საკითხებში,
პაატა კოღუაშვილს. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ბიზნესიდეა 40%-ით კი
არა, უფრო მეტი თანხით უნდა დააფინანსოს.
„ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება უარი თქვას ამ პროგრამაში ჩართვაზე,
რადგან 60%-ს თავად ვერ დაფარავს. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს
ოპტიმალური თანაფარდობა. უდიდეს ნაწილს, შესაძლოა, ბიზნესის
დასაწყებად ბანკმა კრედიტიც კი არ მისცეს. ამიტომ, სახელწმიფომ უნდა
გაიაზროს, რომ საწარმოო ინფრასტრუქტურას გლეხი სოფლად ვერ შექმნის, ეს
დაწოლა თავად პროგრამის ზურგზე უნდა გადავიდეს. ასე ხდება მთელს
მსოფლიოში,“- ამბობს კოღუაშვილი.
„ნონიას მარანი“- ასე ჰქვია იმ საოჯახო ტიპის ღვინის მარანს, რომელიც
სოფელ კარდენახში სულ რაღაც ორი თვეა გაიხსნა. ისინი მცირე რაოდენობის
ღვინოს აწარმოებენ და ტურისტებსაც იღებენ. მათ პროექტების მართვის
სააგენტოში წარაგდინეს პროექტი, თუმცა სახელმწიფო დაფინასნება ვერ
მიიღეს.
ოჯახი თავდაპირველად მხოლოდ ღვინოს ამზადებდა, ტურისტების მიღების
იდეა კი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათმა პროდუქციამ ფესტივალზე დიდი
დაინტერესება გამოიწვია.
ოჯახის დიასახლისი, ნინო კორკოტაშვილი, ფიქრობს, რომ სამომავლოდ ეს
ბიზნესი მათ ეკონომიურ კეთილდღეობას მუტანს, თუმცა მარნის
გაფართოებისთვის ხელშეწყობა სჭირდებათ. ნინოს თქმით, კარგი იქნება,
თუკი სახელმწიფო მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და
შესაბამისი ინვენტარის შეძენაში დაეხმარება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების განყოფილების
ხემძღვანელი ნინო ნინოშვილი გვეუბნება, რომ ისინი პოპულარიზაციას
უწევენ მსგავსი ტიპის მარნებს და ტურისტების მოზიდვაში
ეხმარებიან.
„ჩვენ შევისწავლეთ თითოეული სოფლის ტურისტული პოტენციალი. ხელს
ვუწყობთ ახალი ტურისტული ობიექტების შექმნას, ისეთების როგორიცაა
მცირე მარნები. მათ ვეხმარებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და
ტურისტულ სააგენტოებთან თანაშმრომლობაში, რათა თითოეული ობიექტი
ჩაჯდეს ტურისტულ მარშრუტში. ასევე ვრთავთ ღვინის გზის პროექტში.“
ექსპერტის პაატა კოღუაშვილის თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მცირე
მარნების გაჩენა და მათ მიერ ღვინის წარმოება სოფლის მეურნეობაში
საერთო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ბაზარზე ღვინო ისედაც მცირე
რაოდენობით იყიდება, ამიტომ სახელმწიფომ რეალიზაციასა და ღვინის
ხარისხზეც უნდა იმუშაოს.
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში
ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეს
რეგიონი სამშობლოდ იქცა ჩეჩნური ფესვების მქონე ქისტების თემისთვის,
რომელიც აქაური მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. პანკისის პატარა
მაღალმთიან სოფლებს უხუცესთა საბჭო ადათ-წესებისა და ისლამის
შესაბამისად მართავს. ქალების ხმა აქ ხშირად არ ისმის. მიუხედავად
ამისა, პანკისის სოფლებში, ქორეთში, ბირკიანში, დუმასტურში, ჯოყოლოსა
და ყვარელწყალში ქალებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტრადიციულად
ტაბუდადებულ თემაზე — რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპარაკი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები