საზოგადოება
ექნება თუ არა შედეგი მცირე მარნების დაფინანსებას სოფლის მეურნეობისთვის [Video]
გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „მაისურაძეების მარანი“ სახელმწიფოს დაფინანსებით გაიხსნა. მარნის აშენების იდეა 33 წლის კახა მაისურაძეს ეკუთვნის.
მეღვინე კახას მამაა, რომელიც 38 წელია ამ საქმიანობაშია ჩართული. იმისთვის, რომ მარანი აეშენებინათ, შესაბამისი დანადგარების შესაძენად 40% სახელმწიფომ დაუფინანსათ, დანარჩენი კი თავიანთი ხარჯებით იყიდეს.

ქვევრის ღვინოს აწარმოებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბაზარზე გასვლა და რეალიზაცია უჭირთ.

„პირველი წელია, რაც ბაზარზე შევედი. მუდმივი კლიენტის მოძიება გვიჭირს. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ავმუშავდებით და რეალიზაციის პრობლემაც მოგვეხსნება. ვგეგმავთ, ჩვენ მიერ წარმოებული ქვევრის ღვინო მომავალ წელს საზღვარგარეთ გავიტანოთ.“



ის მომავალში წარმოების გაფართოებასა და ტურისტების მიღებასაც გეგმვას.

„მარნის ტერიტორიაზე პატარა ვენახს ვაშენებ, რომელიც საჩვენებელი იქნება ტურისტებისთვის. ადგილზე მოხდება პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ტრადიციული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება. როგორც ვიცი, ეს ბიზნესი კახეთში კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ კუთხით პერსპექტივა მაქვს.“
ახალგაზრდა მეწარმე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარებას სახელწმიფოსგან ელოდება, ტურისტების მოზიდვაში კი ადგილობრივი თვითმმართველლობისგან.

„ახალგაზრდა მეწარმე“ - პროექტს, რომლის ფარგლებშიც კახას მარნის გახსნა დაფინანსდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთი წელია ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება 35 წლამდე კაცებსა და 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ. ფინანსდება დამწყები ბიზნესი სოფლის მეურნეობის კუთხით, პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, თბილისის, რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის გარდა. განაცხადების მიღება ხდება

ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე apma.ge. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება ახლაც შეუძლიათ.
„პროგრამას აქვს ორი კომპონენტი, ერთი მხრივ განაცხადის შემოტანა, რომელიც უბრალო მონახაზია, შემდეგ ეტაპზე კი ხდება ბიზნეს გეგმის მომზადება, რაშიც საკონსულტაციო კომპანიები ეხმარებიან. ეს მომსახურება ჩვენი ბენეფიციარებისთვის უფასოა,“-ამბობს პროექტების მენეჯერი თორნიკე კაპანაძე.
მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ბენეფიციარებს საკონსულტაციო კომპანიები კოსნულტაციას გაუწევენ როგორც ბაზრის მოძიებაში, აგრეთვე სააღრიცხვო და სახელფასო სისტემების დანერგვაში.

სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წელს კახეთის რეგიონში სულ 39 პროექტი დაფინანსდა, მათ შორის 10 ღვინის მარანი აშენდა გურჯაანში. სააგენტოს ცნობითვე, პროექტის დაწყებიდან ორი წლის მანძლზე, ანუ 2018-2019 წელს კახეთში სულ 4,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში, გრანტის მოცულობა პროექტის ღირებულების 40%-ს შეადგენს, დანარჩენი 60%-ის თანადაფინანსების ვალდებულება გამარჯვებულს აქვს. თანხა ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 60 000 ლარია.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში „ახალგაზრდა მეწარმის“ წარმატებაზე საუბრობენ, შენიშვნები აქვს ექსპერტს სოფლის მეურნეობის საკითხებში, პაატა კოღუაშვილს. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ბიზნესიდეა 40%-ით კი არა, უფრო მეტი თანხით უნდა დააფინანსოს.

„ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება უარი თქვას ამ პროგრამაში ჩართვაზე, რადგან 60%-ს თავად ვერ დაფარავს. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ოპტიმალური თანაფარდობა. უდიდეს ნაწილს, შესაძლოა, ბიზნესის დასაწყებად ბანკმა კრედიტიც კი არ მისცეს. ამიტომ, სახელწმიფომ უნდა გაიაზროს, რომ საწარმოო ინფრასტრუქტურას გლეხი სოფლად ვერ შექმნის, ეს დაწოლა თავად პროგრამის ზურგზე უნდა გადავიდეს. ასე ხდება მთელს მსოფლიოში,“- ამბობს კოღუაშვილი.



„ნონიას მარანი“- ასე ჰქვია იმ საოჯახო ტიპის ღვინის მარანს, რომელიც სოფელ კარდენახში სულ რაღაც ორი თვეა გაიხსნა. ისინი მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებენ და ტურისტებსაც იღებენ. მათ პროექტების მართვის სააგენტოში წარაგდინეს პროექტი, თუმცა სახელმწიფო დაფინასნება ვერ მიიღეს.
ოჯახი თავდაპირველად მხოლოდ ღვინოს ამზადებდა, ტურისტების მიღების იდეა კი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათმა პროდუქციამ ფესტივალზე დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ოჯახის დიასახლისი, ნინო კორკოტაშვილი, ფიქრობს, რომ სამომავლოდ ეს ბიზნესი მათ ეკონომიურ კეთილდღეობას მუტანს, თუმცა მარნის გაფართოებისთვის ხელშეწყობა სჭირდებათ. ნინოს თქმით, კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და შესაბამისი ინვენტარის შეძენაში დაეხმარება.



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების განყოფილების ხემძღვანელი ნინო ნინოშვილი გვეუბნება, რომ ისინი პოპულარიზაციას უწევენ მსგავსი ტიპის მარნებს და ტურისტების მოზიდვაში ეხმარებიან.

„ჩვენ შევისწავლეთ თითოეული სოფლის ტურისტული პოტენციალი. ხელს ვუწყობთ ახალი ტურისტული ობიექტების შექმნას, ისეთების როგორიცაა მცირე მარნები. მათ ვეხმარებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან თანაშმრომლობაში, რათა თითოეული ობიექტი ჩაჯდეს ტურისტულ მარშრუტში. ასევე ვრთავთ ღვინის გზის პროექტში.“

ექსპერტის პაატა კოღუაშვილის თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მცირე მარნების გაჩენა და მათ მიერ ღვინის წარმოება სოფლის მეურნეობაში საერთო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ბაზარზე ღვინო ისედაც მცირე რაოდენობით იყიდება, ამიტომ სახელმწიფომ რეალიზაციასა და ღვინის ხარისხზეც უნდა იმუშაოს.

| Print |
FaceBook Twitter Google