საზოგადოება
ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან და მაინც გადაადგილდებიან, შეიძლება, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ
ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ.
ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გამო და ეს იყო შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან. რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ზუსტად ეს პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება",- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ტექინსპექტირების გარეშე გადაადგილდებისთვის მძღოლები შესაძლოა 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google