საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 28 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა.
"28 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, 10:50 საათიდან 18:30 საათამდე საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გაისროლეს 80 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაშია.


| Print |
FaceBook Twitter Google