საზოგადოება
გურჯაანში კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას აზიის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.  მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის თქმით, ეს მათი მხრიდან მეორე სამუშაო შეხვედრა იყო.


„უკვე მეორე ჯგუფი იყო ჩამოსული. მათთან ერთად, ვიყავით ველისციხეში, იცით, რომ ამ სოფლის რესტავრაცია იგეგმება.
გარდა ამისა, დავათვალიერეთ გურჯაანის მუსიკალური სკოლა, ნონეშვილის გამზირი და გურამიშვილის ქუჩა,რადგან მომავალში მათი რეაბილიტაცია იგეგმება. ვნახეთ გურჯაანის და ველისციხის კულტურის სახლებიც. მათ მოინიშნეს ყველაფერი და იმედი გვაქვს, მომავალში გარკვეული სახის ინვესტიციებს ჩადებენ. განსაკუთრებული ყურადღება მუსიკალური სკოლის მიმართ გამოიჩინეს. მასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული გეგმები გვაქვს. ვფიქრობთ, რეაბილიტაციის შემდეგ ხელოვნების ცენტრად ჩამოყალიბდეს, სადაც ჩატარდება მუსიკალური საღამოები, მოეწყობა გამოფენები და იქვე განთავსდება სამხატვრო სკოლაც. თუ აზიის ფონდი ამ ყველაფერში ჩაერთვება მუსიკალური სკოლა რეგიონისთვის საინტერესო ცენტრად იქცევა.“

მისივე თქმით, რაც შეეხება ველისციხისა და გურჯაანის კულტურის სახლებს, მათ მომავალში მულტიფუნქციური მიმართულება ექნება და სივრცეები სხვადასხვა დანიშნულებით დაიტვირთება.

| Print |
FaceBook Twitter Google