საზოგადოება
მადონა ბატიაშვილი - სავარაუდოდ ორივე ბაღში სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღის მსგავსად, ჭერი ზემო ბოდბის ბაღშიც ჩამოინგრა. მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ უხარისხოდ იყო შესრულებული.
შემთხვევა ღამით მოხდა და ამიტომ არავინ დაშავებულა.

"ორივე ბაღში ზარალი მაქსიმუმ 3 000 ლარამდეა. საგარანტიო ვადა უკვე გასულია, თუმცა ორივე კომპანიამ შეკეთების ვალდებულება თავის თავზე აიღო. ამ სამუშაოებს უმოკლეს ვადაში შეასრულებენ,"- განუცხადა ბატიაშვილმა speqtri.ge-ს.

ზემო ბოდბის, ისევე როგორც ქვემო მაჩხაანის სააღმზრდელი დაწესებულებას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. ზემო ბოდბეში სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამი ფარგლებში განხორციელდა და ჯამში 4 ათას 300 ლარი დაიხარჯა. 

მადონა ბატიაშვილის ინფორმაცვიით, ქვემო მაჩხაანში სამუშაოები შპს "გიორგიწმინდა 1"-მა შეასრულა, ხოლო ქვემო ბოდბეში  "კამაქსმა".

ორივე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google