საზოგადოება
ფორუმი კარგი მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა გახდება სხვა რეგიონებისთვის -ირაკლი ქადაგიშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმროში ,,Radisson Collection Estate Tsinandali,, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი იმართება.


ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, 20 ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.
,,კახეთის რეგიონში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვის იდეა დიდი ხანია არსებობს. ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და სიძლიერე მისი რეგიონების ეკონომიკურ ეკონომიკურ სიძლიერეზე დგას. ჩვენი მიზანია, ის ეკონომიკური იმპულსები, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს, ქვეყნის ეკონომიკურ სარბიელზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვით გავიტანოთ. ფორუმი კარგი მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა გახდება ქვეყნის სხვა რეგიონებისთვის, რომელთაც რეგიონის ტრადიციისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მიეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესონ საინვესტიციო გარემო, გააცნონ განვითარების ხედვები და გაუზიარონ ინიციატივები რეგიონებს. “- განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა პანელზე მეწარმეობის, ენერგეტიკისა და წარმოების მიმართულებებით დისკუსიები და სესიები

| Print |
FaceBook Twitter Google