საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი პირველ ივნისს გურჯაანში
პირველ ივნისს კურორტ ახტალაზე, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქტივობები მოეწყობა.


მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განცხადებით, ღონისძიება 12 :00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„იქნება გასართობი ზონები. პატარა სტუმრებს სხვადასხვა გასართობ ზონაში, ანიმაციური გმირები უმასპინძლებენ. მათ განწყობაზე იზრუნებენ: ილუზიონისტი, ანიმატორები და ოჩოფეხები, ჟონგლიორები და კლოუნი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საპნის და ბუშტების შოუ.“

მისივე თქმით, საღამოს რვა საათზე ფილმის ჩვენება გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google