საზოგადოება
გურჯაანში ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გუშინ ააიპი გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ჩვენთან საუბარში ააიპის დირექტორმა ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, ყველა მომსახურე პერსონალს გამოსაცდელად ერთთვიანი ვადა ჰქონდა.


„ჩემი დანიშვნის შემდეგ გამოვეცი რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც უკვე დასრულდა. თანამშრომლებს ჰქონდათ ერთთვიანი პერიოდი, გვაინტერესებდა, ვინ როგორ აჰყვებოდა ჩვენს ახალ კონცეფციას და სტრუქტურას. გარკვეულწილად, რამდენიმე ადამიანმა შეძლო ახალი ფუნქციური დატვირთვების ჯეროვნად შესრულება. რამდენიმემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და წავიდა. დანარჩენებთან კი, მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა. ესენი არიან სპეციალისტები, საქმის მწარმოებლები, ქონების მართვის სპეციალისტები და ა.შ. რეორგანიზაციის შემდეგ მოხდა გარკვეული ფუნქციების შეერთება, კადრების გამსხვილება და შეკვეცა, რაც უშუალოდ საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ის იდეები, რომლებიც გვაქვს. ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ახალი კადრების დამატებას, თუმცა ახალი სახეები ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.“

მისივე თქმით, მომავალში კულტურის სახლში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, იდეების ჩამოყალიბება, თეატრალური დასის გაცოცხლება და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ააიპი / გურჯაანი /