საზოგადოება
დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის პროცესი მიმდინარეობს. მისი დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
კირკიტაძემ ბრალი აღიარა. მოსამართლემ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.  დაცვისა და ბრალდების მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ. შესაძლოა მოსამართლემ კირკიტაძე გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google