საზოგადოება
დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის იანუგურაციის დღეს,  ველისციხის ინციდენტის დროს, პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს-ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google