საზოგადოება
მაისის თვეში კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 18 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი - 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, აქ ეს რიცხვი 18-ს შეადგენს.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google