საზოგადოება
თელავში კვირიკე დიდის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა ნაწილობრივ დაიტბორა
თელავში, კვირიკე დიდის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა სასმელი წყლის სისტემის დაზიანების შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. ფოტო და ვიდეო ფეისბუქის გვერდზე ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკა ვარდოშვილმა გაავრცელა.
ვარდოშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამუშაოები ყოველგვარი ნორმების და წესების დაცვის გარეშე, უხარისხოდ სრულდება.

"ახალდრაბილიტირებულ კვირიკეს ქუჩაზე და არა მხოლოდ აქ, ქალაქის მასშტაბით ბევრ ქუჩაზე ხდება სისტემატიურად ის, რომ ფუჭდება ახალი ამოცვლილი სასმელი წყლის მილები, გადმოდის ასე ტბებად წყალი და მოსახლეობას ეზოებში უვარდება. პეტრე ჩაიკოვსკი ცოცხალი რომ იყოს და თელავში ამისთვის ეყურებინა, ,,გედების ტბას,, აქ ალბათ თავიდან დაწერდა. ეს არის იმის ბრალი, რომ თვითმმართველობა არ მუშაობს ქალაქში, მოსახლეობის ფული უაზროდ იხარჯება, ახლადრეაბილიტურებული გზებიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ისევ თავიდან ხდება გასაკეთებელი."-ამბობს ვარდოშვილი.

თელავის მერის ინფორმაციით, თავადაც და მერიის სამსახურების წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებიან, მობილიზებულია წაყალმოამრაგების კომპანიაც.

,,სასმელი წყლის მილია დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ მერია არაფერს შუაშია ამ საკითხთან მიმართებით, ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებიც აქ არიან.არის მცირე დაზიანება, კომპანიის თანამშრომლები ელოდებიან წყლის დაწყვეტას და დაიწყება სამუშოები და მალევე აღმოიფხვრება არსებული პრობლემა,"-აღნიშნა ნარეკლიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google