საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობას გურჯაანიდან 10 ღვინის მარანი მიიღებს
13-15 ივნისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 10 მარანი მიიღებს.
ესენია:გივი მაისურაძის, დათო აბესაძის, ლია ნიკოლაშვილის, ვახო ოქრუაშვილის, ლომთაძეებისა და ანდრონიკაშვილების მარნები, ასევე მეღვინეობა „ივერო“, შპს „კახელო თრეიდი“ და „მარანი და ფერწერა“.

-„მარნები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმით-ისინი უნდა ყოფილიყვნენ სტარტაპები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდაში. ამ ღონისძიებაზე იქნებიან სომელიეები და დაინტერესებული ინვესტორები, რომელთაც შესაძლოა, მომავალში ქართული ღვინო ექსპორტზე გაიტანონ. გამოფენის გარდა გაიმართება კონკურსიც,“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ნინოშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობის თანხას რვა მარანს გურჯაანის მერია დაუფინანსებს, ხოლო ორს - კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო.

| Print |
FaceBook Twitter Google