საზოგადოება
სიღნაღის მერიამ პედაგოგებს დაგვიანებული ხელფასი ჩაურიცხა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების 400 -ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება სრულად ჩაურიცხა. როგორც მერი გოგი გოგილაშვილი ამბობს, პრობლემა ადგილობრივი შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია.
მისივე განმარტებით, საკითხის გადაჭრაში ფინანსთა სამინისტრო დაეხმარათ.

"ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი შემოსავლები 180 ათასი ლარით ნაკლები შემოვიდა, რამაც პრობლემა გამოიწვია. მაქსიმალურად ვეცადეთ პრობლემის დროულ მოგვარებას. აქტიური მოლაპარაკებები მყისიერად დავიწყეთ ფინანსთა სამინისტროსთან. ყველა პედაგოგს დაგვიანებული ხელფასი სრულად დავურიცხეთ. "- ამბობს გოგილაშვილი.

ცნობისთვის, დაახლოებთ ორი კვირის წინ პედაგოგებმა ერთთვიანი დაგვიანებული სახელფასო დავალიანების გამო პროტესტი გამოხატეს და აქცია გამართეს.



| Print |
FaceBook Twitter Google