საზოგადოება
გურჯაანის დელაგაცია სლოვაკეთში მიემგზავრება
12 ივნისს გურჯაანის მერიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში, ქალაქ პოვაჟსკა-ბისტრიცაში მიემგზავრება. ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ივნისში გაფორმდა.


მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ვიზიტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„გურჯაანსა და პოვაჟსკა-ბისტრიცას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ერთი წლის წინ გაფორმდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. სტუმრობის პერიოდში გვექნება შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შევიმუშავებთ სტრატეგიას რა კუთხით უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ეს იქნება ეკონომიკური, კულტურული მიმართულება, გაცვლითი პროგრამები და ა.შ. ვიმსჯელებთ და ჩამოვყალიბდებით იმაზე, მათი მხრიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში როგორ შეიძლება სხვადასხვა ინვესტიციები განხორციელდეს. ჩემი საკურატორო დარგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის გაცვლით პროგრამებზე. მათი მერი, კარლ იანასი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. აქვთ სკოლა, რომელიც მთელი სლოვაკეთის ფარგლებში ხუთ საუკეთესო სკოლაში შედის. ამიტომ ამ კუთხით ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა.“

დელეგაცია სამი წევრისგან შედგება. ესენი არიან: მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, მოადგილე, ლელა თევდორაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კოტე ბერიძიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google