საზოგადოება
,,განავითარე შენი რეგიონის“ გამარჯვებულები კაბადოკიაში გაემგზავრებიან
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ექვსი მოსწავლე კონკურსის ,,განავითარე შენი რეგიონის“ გამარჯვებულია. კონკურსი დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ გამოაცხადა და მასში სულ 15 დედოფლისწყაროელი მოზარდი იღებდა მონაწილეობას.



გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სიგელებით დააჯილდოვა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვები კაბადოკიაში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან.
„არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გამოცხადდა კონკურსი „განავითარე შენი რეგიონი“, რომელიც ეხებოდა სკოლის ასაკის ბავშვებს მერვედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თემები და მოკლე პრეზენტაციები იმის შესახებ, თუ როგორ ესახებოდათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარება, რას გააკეთებდნენ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. გამარჯვებულ კონკურსანტებს ერთობლივი საჩუქარი გავუკეთეთ და შაბათს ექსკურსიაზე მიდიან კაბადოკიაში. კონკურსში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იყო ჩართული. “

კონკურსის -,,განავითარე შენი რეგიონი“ გამარჯვებულები არიან: თეკლა ჯიბღაშვილი-ქალაქი დედოფლისწყარო, ლიკა ჯანაშვილი--სოფელი ზემო მაჩხაანი, ჯაბა ჯამასპიშვილი-სოფელი ზემო მაჩხაანი, გიორგი ზუბიაშვილი-სოფელი არბოშიკი, ნინო ცისკარაული-ქალაქი დედოფლისწყარო, ირმა მკლავიაშვილი- სოფელი ზემო ქედი.

| Print |
FaceBook Twitter Google